კეხურა
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Kekhura' -კეხურა
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, წარმოშობის ადგილად ივარაუდება სოფელიკეხვი,ცხინვალის მუნიციპალიტეტი, საიდანაც მოდის ჯიშის დასახელება. აერთიანებს გემოს, ფორმისა და შეფერვის მიხედვით განსხვავებულ კლონებს.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ან ძალიან ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:ფართო გადაშლილი ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო .
ნაყოფის ფერი: წითელი, ძირითადი ფერი მოთეთრო-მოყვითალო, ნაყოფის ზედაპირი 80-95 % დაფარულია მუქი ალისფერი მფარავი შეფერვით.
ნაყოფის ფორმა: ოვალურ-მრგვალი.
ნაყოფის ზომა: დიდი - ძალიან დიდი, საშუალო წონა 180-220 გრამი.
რბილობი:თეთრი ფერის, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:ოქტომბრის მეორე ნახევარი -ნოემბრის დასაწყისი, ინახება ივნის-ივლისამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: შედარებით ტოლერანტულია ნაცრისადმი
საგემოვნო თვისებები: საშუალო.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებულია შიდა ქართლში, ასევე გვხვდება საქართველოს ყველა კუთხეში.
.დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება მეწლეობით. გამოირჩევა ტრანსპორტაბელურობით.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.137;
ვ. კვალიაშვილი და სხვები, (2001),საქართველოს ხილი, გამომცემლობა 'GTS', თბილისი, გვ.22