ქონა ვაშლი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Kona Vashli' -ქონა ვაშლი
წარმოშობა:მესხური წარმოშობის ადგილობრივი ჯიშია
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:ივითარებს პირამიდულ დატოტვილ ვარჯს.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო პერიოდის მოყვავილე ჯიშია.
ნაყოფის ფერი: ყვითელი, მფარავი - მუქი წითელი, დაფარულია ზედაპირის 2/3.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, ყუნწი - სწორი და გრძელი.
ნაყოფის ზომა:საშუალო, 130 - 150 გრამი.
რბილობი:თეთრი, ბამბისებური კონსისტენციის.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის ბოლოს, ინახება მარტამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ-დაავადებათა მიმართ სუსტი გამძლეა.
საგემოვნო თვისებები: ტკბილი და წვნიანი.
დღევანდელი მდგომარეობა: მესხეთშიგვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: ნაკლებტრანსპორტაბელურია, ავადდება ქეცით.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ 262.