წითელი დროშა
საზოგადოსახელი: ტყემალი
სახეობის სახელწოდება: Prunus cerasifera Ehrh.
ჯიშის სახელწოდება: Prunus cerasifera 'Tsiteli Drosha' - წითელი დროშა
წარმოშობა:მიღებულია ადგილობრივი ფორმიდან კლონური სელექციის გზით
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის
ხის ფორმა:ბურთისებრი.
ყვავილობის პერიოდი: ადრეული.
ნაყოფის ფერი:მუქი ბორდოსფერი, სიმწიფის პერიოდში დაფარულია სანთლისებრი ფიფქით.
ნაყოფის ფორმა:მომრგვალო, წვეროსკენ ოდნავ წაგრძელებული, მთელ სიგრძეზე ემჩნევა ღარი.
ნაყოფის ზომა:მსხვილი, საშუალო წონა 22 გრამი.
რბილობი:მუქი წითელი, ნაზი დაწვნიანი
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:თანაბრად მწიფდება ივლისის პირველ ნახევარში
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო
საგემოვნო თვისებები: მომჟავო-ტკბილი გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია მეხილეობის სამრეწველო რაიონებში
დამატებითი ინფორმაცია: მწიფე ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტირებას და ინახება 10–15 დღის განმავლობაში.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 163გვ.