საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხიდისთაური ვარდისფერი


საზოგადო სახელი:ატამი სახეობის  სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'KhidistauriVardispheri ' -  ხიდისთაური  ვარდისფერი წარმოშობა:ძველი ადგილობრივი ჯიშია, სავარაუდოდ,  წარმოშობილია ს. ხიდისთავში (გორის მუნიციპალიტეტი), სინონიმი: შადინოვის.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის. ხის ფორმა: ზემოთ მიმართული, სწორმდგომი. ყვავილობის პერიოდი:საშუალო, ვარდისებური ტიპის ყვავილებით. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი -თეთრი, მფარავი ფერი -  ვარდისფერი. ნაყოფის ფორმა:  კვერცხისებური ფორმის, ზოგჯერ გამოხატული ნისკარტით. ნაყოფის ზომა:საშუალო- საშუალო მსხვილი  სიდიდის. საშუალო მასა140-170 გრამი. რბილობი:თეთრი, კურკასთან წითლად შეფერილი, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი,  კურკა რბილობს არ სცილდება. სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება აგვისტოს დასასრულისთვის(შიდა  ქართლის პირობებში). დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო. საგემოვნო თვისებები: მაღალი, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით. დამატებითი  ინფორმაცია: ტრანსპორტაბელურია, ვერ იტანს გვალვას და წვრილდება. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ. 281.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი