წყალქლიავი
საზოგადოსახელი:ქლიავი
სახეობის სახელწოდება:Prunus domestica L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus domestica 'Tskalkhliavi' - წყალქლიავი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია. ამ სახელწოდებით საქართველოში ცნობილია მრავალი ფორმა.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა: განიერივარჯი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:მოთეთრო-მოყვითალო. გამჭვირვალე კანით.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო-მომაღლო.
ნაყოფის ზომა:სიდიდით ცვალებადია. იშვიათად პატარა, ან საშუალო სიდიდის.
რბილობი:გამჭვირვალე, ძალიან წვნიანი, რბილი.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:მწიფდება ივლისის მესამე დეკადაში.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო.
საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო, მოტკბო გემო აქვს. კურკასთან მომჟავოა.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში იმერეთის და ზემო იმერეთის რაიონებში. გვხვდება ხაშურის მუნიციპალიტეტში.
დამატებითი ინფორმაცია: უხვმოსავლიანი ჯიშია. ხასიათდება მაღალი ტრანსპორტაბელურობით. მისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის მურაბა და ჯემი.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.164.