ქართული ალუბალი
საზოგადო სახელი: ალუბალი
სახეობის სახელწოდება: Prunuscerasus L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus cerasus 'Kartuli Alubali' - ქართული ალუბალი
წარმოშობა: ქართულ ალუბალი აერთიანებს, ადგილობრივი წარმოშობის მრავალ კლონს და თესლნერგს, რომლებიც ქართული მჟავე ალუბლის სახელწოდებითააცნობილი. საქართველოში სამრეწველო ალუბლის ერთ-ერთი ჯიშია.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:მომრგვალო, ან ნახევრად გადაშლილი ფორმის ვარჯი, თხელი განტოტვით.
ყვავილობის პერიოდი:საგვიანო. შიდა ქართლის პირობებში (კასპი) ყვავილობს აპრილის II-III დეკადაში.
ნაყოფის ფერი:კანი თხელი, ნაზი, მუქი წითელი.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო.
ნაყოფის ზომა:საშუალო სიდიდის. მასა- 3,0 გ. ყუმწი - გრძელი. ნაყოფს ადვილად სცილდება.
რბილობი: მუქი წითელი ფერის, საკმაოდ მკვრივი. საშუალოდ წვნიანი. კურკა პატარაა, მომრგვალო ფორმის.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:ფორმების მიხედვით, სიმწიფის ვადები სხვადასხვაა. იწყება ივნისის ბოლოს და გრძელდება - ივლისის ბოლომდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.
საგემოვნო თვისებები: მოტკბო-მომჟავო გემოსი, სასიამოვნო არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ არის გავრცელებული შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რაიონებში. .
დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი ნალებად მომთხოვნია. ხასიათდება ნაკლები ტრანსპორტაბელობით. გამოიყენება ნედლ ხილად, სამურაბედ, საკომპოტედ, მაღალი ხარისხის წვენების დასამზადებლად.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.469;
ვ. კვალიაშვილი და სხვები (2001), საქართველოს ხილი, გამომცემლობა 'GTS', თბილისი, გვ.66.