მარიამი
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'Mariami' - მარიამი
წარმოშობა:ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია ბესტავაშვილის მიერ.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:შეკრული, მრგვალი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი - ყვითელი. მზის მხარეს წითელი შეფერვით.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი,ღარი სუსტად ემჩნევა.
ნაყოფის ზომა:საშუალო, საშუალო-მსხვილი, მასა160-180 გრამი.
რბილობი:ყვითელი, წვნიანი, კურკა რბილობს სცილდება სრულ სიმწიფეში.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება აგვისტოს მეორე ნახევარში (შიდა ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო
საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო, ტკბილი, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება საკოლექციო ნარგაობებში.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერსპექტიული ჯიშია.
წყაროები: ვ. კვალიაშვილი (2004 ), ატმის სელექცია საქართველოში. ს/მ მეცნიერებათა დოქტორის დისერტაციის ავტორეფერატი.