ქართული ატამი
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'Kartuli Atami' - ქართული ატამი,
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშ-პოპულაციაა, ხასიათდება პოლიმორფულობით.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:მრგვალი, გადაშლილი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო, ვარდისებრი ტიპის ყვავილებით.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი -თეთრი, მზის მხარეს ზოგჯერ წითელი ელფერით.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი, სიმეტრიულად განვითარებული.
ნაყოფის ზომა: წვრილი -საშუალო, საშუალო მასა100 - 120გრამი. შებუსვა - დაბალი, ხშირი.
რბილობი:თეთრი ან ყვითელი, წვნიანი, კურკა რბილობს ადვილად სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება აგვისტოს ბოლოდან.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მაღალი.
საგემოვნო თვისებები: მომჟავო-მოტკბო, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხდება თესლით ნაზარდი პოპულაციების სახით აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის ძირითად რეგიონებში, სამრეწველო მნიშვნელობა არ აქვს.
დამატებითი ინფორმაცია: გამძლეა დაავადებების მიმართ, გამოიყენება სანერგეებში, როგორც საძირე.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები. (1978). საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 176 .