ღოღნოშო
საზოგადოსახელი:ქლიავი
ქვესახეობის სახელწოდება:Prunus domestica subsp. insititia (L.) Bonnier &Layens
ჯიშის სახელწოდება:Prunus domesticainsititia 'Gognosho' - ღოღნოშო
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია. ახასიათებს ფორმათა მრავალფეროვნება.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:კომპაქტური ხე ანბუჩქია.ქერქი შტამბსა და ტოტებზე
მონაცრისფრო ფერისაა.
ხის ფორმა: ვიწრო-პირამიდალური ძლიერი ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:ლურჯი.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო.ნაყოფის ფუძე განიერია, ყუნწი შებუსულია, კანი - სქელი, მკვრივი, ადვილად სცილდება მწიფე ნაყოფს.
ნაყოფის ზომა:ნაყოფი წვრილია, 10 – 15 გრამი, (2 X2,2სმ). გვხვდება მსხვილი ფორმებიც.
რბილობი:რბილობი მწვანე ფერისაა, თეთრი ძარღვებით.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:აგვისტოს მეორე–მესამე დეკადა.
საგემოვნო თვისებები: მომჟავო–ტკბილი გემოსი.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ცალკეული ხეების სახით როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.146.
დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს უხვი და ყოველწლიური მსხმოიარობა.ნაყოფი გამოიყენება სამურაბედ და კერკად. გარემო პირობებისადმი ნაკლებად მომთხოვნია.მრავლდება ამონაყარებით.