შაქარნაბადა
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Shakarnabada' -შაქარნაბადა
წარმოშობა: მესხური წარმოშობის ჯიშია, აღწერეს პროფ. ნ. ხომიზურაშვილმა და ე. ერისთავმა.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდისაა.
ხის ფორმა: მომრგვალო ვარჯი, საშუალო სიხშირის დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მოთეთრო-მოყვითალოა, ნაყოფის ზედაპირის 1/3 იფერება წითელი, დაფარულია 80 - 95 % მუქი ვარდისფრად, მუქი ვარდისფერი ზოლებით.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, სწორი ზედაპირით.
ნაყოფის ზომა: საშუალო ზომის, 5.3 X 6.1 სმ.
რბილობი: თეთრი ფერის, ფხვიერი კონსისტენციის, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:ოქტომბრის პირველ დეკადაში იკრიფება, დეკემბრიდან მოიხმარება, ინახება აპრილამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ-დაავადებების მიმართ კარგი გამძლეა.
საგემოვნო თვისებები: გემო და არომატი კარგი აქვს.
დღევანდელი მდგომარეობა:ამჟამად ერთეული ხეების სახით გვხდება ძველ ნარგაობებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება მავნებლებ-დაავადებათა მიმართ გამძლეობით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.277–278.
საქართველოს ხილი( 1938) ტომი 1, გვ 22, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“.