ავჭალის ალუბალი
საზოგადო სახელი: ალუბალი
სახეობის სახელწოდება: Prunuscerasus L.
ჯიშის სახელწოდება:Prunuscerasus 'Avchalis Alubali' -ავჭალის ალუბალი
წარმოშობა:ქართული წარმოშობის ჯიშია, გვხვდება ვეგეტატიურად ნამრავლი სახით, ამონაყრებით.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ხის ფორმა: განიერ-პირამიდული. მეჩხერად დატოტვილი,
ყვავილობის პერიოდი:საშუალო (შიდა ქართლის პირობებში
აპრილის Iდეკადა).
ნაყოფის ფერი:მუქი წითელი, კანი - თხელი.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო ფორმის.
ნაყოფის ზომა:მსხვილი.
რბილობი:ნაზი, წვნიანი, კურკა საშუალო ზომის, მომრგვალო. რბილობს არ სცილდება.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:ივლისის პირველ ნახევარში.ნაყოფების მომწიფება ერთდროული.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო.
საგემოვნო თვისებები: საშუალო.
დღევანდელი მდგომარეობა: იშვიათად გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებში
დამატებითი ინფორმაცია: გარემო პირობებისადმი ნაკლებად მომთხოვნია; მოიხმარება ნედლად, ასევე კომპოტად და მურაბად გადასამუშავებლად.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.137;
ვ. კვალიაშვილი და სხვები (2001),საქართველოს ხილი, გამომცემლობა 'GTS', თბილისი, გვ.65