საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბესტავაშვილი


საზოგადო სახელი:ატამი სახეობის  სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'Bestavashvili'  -  ბესტავაშვილი წარმოშობა:ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია  ბესტავაშვილი მიერ, 1930 წელს. ხიდისთაური ვარდისფერი და  ქართული თეთრი  შეჯვარებით.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი  ზრდის. ხის ფორმა:მომრგვალო,გადაშლილი  ფორმის ვარჯი. ყვავილობის პერიოდი:საშუალო ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი -თეთრი. შებუსვა - მოკლე. ნაყოფის ფორმა: მრგვალი ფორმის, კარგად ემჩნევა ღარი. ნაყოფის ზომა:საშუალო-მსხვილი. მასა150-180 გრამი. რბილობი:თეთრი, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი,  კურკა რბილობს არ სცილდება. სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება სექტემბრის 1 დეკადიდან(შიდა  ქართლის პირობებში). დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო. საგემოვნო თვისებები: მომჟავო-მოტკბო გემო.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით. დამატებითი  ინფორმაცია:  ხასიათდება  ტკბილი გულით, ნაყოფი წვრილდება გვალვის შემთხვევებში. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),   საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ. 199.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი