ნანაზირი
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება: Pyrus communis 'Nanaziri' - ნანაზირი
წარმოშობა:მესხური წარმოშობის ჯიშია.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:ვარჯი განიერია, არახშირი დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი:ნაყოფის კანი მკვრივია, მოყვითალო, მზის მხარეს ბაც ვარდისფრადაა შეფერილი, კარგად ემჩნევა მოყვითალო კანქვეშა წერტილები.
ნაყოფის ფორმა: ბოთლისებრი, ოდნავ ბორცვიანი ზედაპირით.
ნაყოფის ზომა: საშუალო ზომისაა(8.3 X6.4 სმ).
რბილობი:მოთეთრო-მოყვითალოა, მკვრივი, მსხვილმარცვლოვანი, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის პირველ ნახევარში, ინახება 2-3 კვირას.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დავადებათა მიმართ საკმაოდ გამძლეა.
საგემოვნო თვისებები:მაღალიგემური თვისებებით.
დღევანდელი მდგომარეობა: მესხეთში ფართოდ გავრცელებული ჯიშია,მცირე რაოდენობით გვხვდება ქართლის რაიონებშიც.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, გამოირჩევა გემური თვისებებით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.417.
საქართველოს ხილი(1938) ტომი 1, გვ 51. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“.