თურაშაული
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Turashauli' -თურაშაული
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გვხვდება თურაშაულის სხვადასხვა კლონები. ჯიში პირველად აღწერა ვ. ბიბილაშვილმა 1934 წელს, თურაშაულის ტიპები გამოყო და ფართოდ აღწერა პროფ. ნ. ხომიზურაშვილმა 1939 წელს.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ხე საშუალოზე დიდი ზრდისაა.
ხის ფორმა:ივითარებს მომრგვალო ფორმის ვარჯს, ახასიათებს ხშირი დატოტვა.
ყვავილობის პერიოდი:ყვავილობს მისის პირველ დეკადაში.
ნაყოფის ფერი:ნაყოფის კანის ძირითადი ფერი ღია მომწვანო-მოყვითალოა,მუქი წითელი ზოლებით,მზის მხარეზე შეფერვა უფრო ინტენსიურია.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო.
ნაყოფის ზომა: საშუალო, ან საშუალოზე მსხვილი, 150 – 170 გრამი
რბილობი: თეთრი,მკვრივი, ბამბისებრი კონსისტენციის.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში, მოიხმარება დეკემბრიდან, ინახება გაზაფხულამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ-ავადმყოფობების მიმართ კარგი გამძლეა.
საგემოვნო თვისებები: მოტკბო, წვნიანი, მდარე გემოთი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხდება ძველ ნარგაობებში ცალკეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: პერსპექტიულია, როგორც უხვმოსავლიანი, შენახვისუნარიანი და გარემოპირობებისადმი გამძლე ჯიშია.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.120.