კახეთის 2
საზოგადოსახელი:მარწყვი
სახეობის სახელწოდება:Fragaria × ananassa (Duchesne ex Weston) Duchesne ex Rozier
ჯიშის სახელწოდება:Fragaria × ananassa'Kakhetis 2' -კახეთის 2
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გამოვლენილია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.
მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ბუჩქის ფორმა: გადაშლილი ფორმის, საშუალოდ შეფოთლილი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო პერიოდის ყვავილობის,
ყვავილი: თეთრი, მსხვილი.
ფოთოლი:საშუალოზე დიდი ზომის,შედარებით ღია მწვანე ფერის,ოდნავ კრიალა,ნაკლებად შებუსული.
ნაყოფის ფერი:წითელი.
ნაყოფის ფორმა: კონუსისებური.
ნაყოფის ზომა:მსხვილი, ერთი კენკრისმასა -20,2გრამი.
რბილობი:წითელი,მკვრივი, არომატული
დაავადებების მიმართ გამძლეობა:ნაცრისფერი სიდამპლე.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მაისის მესამე დეკადა- ივნისის ბოლომდე.
საგემოვნო თვისებები: მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებულია კახეთში,შიდა ქართლში,თელავის,ლაგოდეხის,ყვარლის,გურჯაანის,მცხეთის და ქარელის მუნიციპალიტეტებში.
დამატებითი ინფორმაცია: უხვმსხმოიარე ჯიშია, კარგი ტრანსპორტაბელურია.
წყაროები: ლ. გოგინავა, მარწყვის გაშენება და მოვლა 2010, თბილისი, გვ 36.
ლ.გოგინავა, დისერტაცია, მარწყვის კულტურის სამეურნეო-ბიოლოგიური შესწავლა და მისი გადამუშავების პროდუქტების წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ქუთაისი, 2006 წელი.