რაჭული
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: MalusdomesticaBorkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Rachuli Vashli' -რაჭული ვაშლი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, აღწერილიან. ხომიზურაშვილის მიერ.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ზომიერი ზრდის.
ხის ფორმა: ივითარებს მომრგვალო, მაღალი შენების ვარჯს ხშირი დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი მომწვანო-მოყვითალო, მთელ ზედაპირზე შეფერილია მუქწითლად, მორუხო ფერის კანქვეშა წერტილებით.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო ფორმის.
ნაყოფის ზომა: საშუალო , ან საშუალოზე პატარა.
რბილობი:მოთეთროა, მკვრივი, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის პირველ ნახევარში, მოხმარებითი სიმწიფე უდგება დეკემბრიდან, ინახება მაისამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ კარგ გამძლეობას იჩენს.
საგემოვნო თვისებები: მომჟავო–მოტკბო გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ზემო იმერეთში,იშვიათად საქართველოს სხვა კუთხეებში.
დამატებითი ინფორმაცია: ხასიათდება შენახვის კარგი უნარიანობით და ნაყოფის მდარე გემოთი.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, 1973, საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.214;
საქართველოს ხილი( 1938) ტომი 1, გვ 46. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“.