საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ყაბაყ–არმუდი


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება:  Pyrus communis L. ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Khabak - Armut' - ყაბაყ–არმუდი წარმოშობა: მესხური წარმოშობის ადგილობრივი ჯიშია.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი   ზრდის. ხის ფორმა: უსწორო. ყვავილობის პერიოდი: საშუალო. ნაყოფის ფერი: მომწვანო-ყვითელი, ზოგჯერ ბაცი ვარდისფერი ლოყით. სუსტი ცვილისებრი ფიფქით დაფენილი. მკაფიოდ ემჩნევა ხშირი, მუქი მწვანე ფერის კანქვეშა წერტილები. ნაყოფის ფორმა: გაურკვეველი მოყვანილობის, უდიდესი დიამეტრი მოდის ნაყოფის ზედა მესამედზე. ნაყოფის ზომა: საშუალო. რბილობი: მოყვითალო-თეთრი ფერის, მსხვილმარცვლოვანი, წვნიანი, თაფლისებრ ტკბილი, მცირე რაოდენობის გამერქნებული უჯრედებით. სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:საკრეფი და მოსახმარი სიმწიფე უდგება ერთდროულად- აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში. ძლებს 2–3 დღე დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო საგემოვნო თვისებები: კარგი.
დღევანდელი მდგომარეობა:   გავრცელებულია მხოლოდ მესხეთის რაიონებში. დამატებითი  ინფორმაცია: საშუალო მოსავლიანი ჯიშია,  ვერ იტანს ტრანსპორტირებას. წყაროები:საქართველოს ხილი,  გამომცემლობა ",,ტექნიკა დაშრომა“, თბილისი,  გვ. 50.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი