გოგრა ბალი
საზოგადო სახელი: ბალი
სახეობის სახელწოდება:Prunus avium (L.) L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus avium 'Gogra Bali' - გოგრა ბალი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, ცნობილია ჭოპორტულას სახელწოდებით.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი (გვხვდება მაღალი ხეები 1მ შტამბის დიამეტრით).
ხის ფორმა:პირამიდალური ფორმის ვარჯი, ხშირი დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:კანი მკვრივი, თხელი, მოყვითალო ფერის, ნაყოფის ნახევარი, ან ერთ მეოთხედი შეფერილია ღია წითელი ფერით. ახასიათებს წვრილი, მოყვითალო ფერის კანქვეშა წერტილები.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო. კურკა მრგვალია (1,0X0,8სმ) რბილი ზედაპირით, ადვილად სცილდება რბილობს. მხოლოდ ნაწიბურებთან ეკვის რბილობს.ყუნწი - გრძელი ან საშუალო ზომის 3,5–5 სმ. ღია მწვანე ფერისაა, ოდნავ მოღუნული.
ნაყოფის ზომა:წვრილია, 4–5 გრამი (1,6X 1,7სმ).
რბილობი:მოყვითალო თეთრია, გამჭვირვალე, რბილი კონსისტენციით, ნაზი, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:საადრეო. შემოდის ივნისის პირველი ნახევრიდან. ნაყოფი ერთდროულადარ მწიფდება. უნდა მოიკრიფოს რამდენჯერმე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო.
საგემოვნო თვისებები: მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია შიდა ქართლში და თბილისის საგარეუბნო ზონაში
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი, სასუფრე ჯიშია. ტრანსპორტირებას ცუდად იტანს.
წყაროები:
საქართველოს ხილი. ტ.1. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“ თბილისი, 1938, გვ.109.