სასელო
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Saselo' - სასელო
წარმოშობა: სასელოს სახელწოდებით დასავლეთ საქართველოში გაერთიანებულია აბორიგენული ზაფხულის მსხლის ჯიშების კლონური სახესხვაობები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან პომოლოგიური ნიშნებით. ქვემოთ აღწერილი სასელო ზემო იმერეთის ადგილობრივ ჯიშთა ჯგუფის წარმომადგენელია.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის
ხის ფორმა:განიერ-პირამიდული
ყვავილობის პერიოდი: ადრეული
ნაყოფის ფერი:მომწვანო-მოყვითალო, სრულ სიმწიფეში ოქროსფერი ყვითელია; მთელ ზედაპირზე უხვადაა მოფენილი ჟანგარას წერტილები და წვრილი ლაქები. კანქვეშა წერტილები მსხვილია და მორუხო ფერის.
ნაყოფის ფორმა:მსხლისებრი, სიმეტრიული.
ნაყოფის ზომა: საშუალო.
რბილობი:თეთრი, წვრილმარცვლოვანი, წვნიანი, ტკბილი, შუშხუნა, გადამწიფებისასყავისფერდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება ივლისის პირველ ნახევარში. საკრეფი და მოსახმარი სიმწიფე უდგება ერთდროულად. ნაყოფები ინახება 8-10 დღე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვანი დაავადებების მიმართ კარგი გამძლეა.
საგემოვნო თვისებები: გემრიელი, სუსტი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია ერთეული ძირების სახით ზემო იმერეთში.
დამატებითი ინფორმაცია: ტრანსპორტირებას კარგად იტანს.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ439.