ლაგოდეხის რენეტი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Lagodekhis Renette' -ლაგოდეხის რენეტი
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, წარმოშობილი უნდა იყოს ლაგოდეხში.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: სუსტი ზრდის.
ხის ფორმა: მომრგვალო, გაშლილი ვარჯით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:ჩალისფერი ყვითელი, მზის მხარეs ოქროსფერი ყვითელი, იშვიათად ბაცი ვარდისფერი ლოყით.
ნაყოფის ფორმა: კვერცხისებრი, ფუძესთან განიერი, ხოლო ჯამთან შევიწროებული.
ნაყოფის ზომა: საშუალო, მასა - 150-180 გრამი.
რბილობი: მოყვითალო-თეთრი ფერის, მარცვლოვანი კონსისტენციის, ფხვიერი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის ბოლოს და სამი თვის განმავლობაში ინახება.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:ძლიერ ავადდება ნაცრით.
საგემოვნო თვისებები: ხასიათდება კარგი გემური თვისებებითა და დამახასიათებელი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: იშვიათი ხეების სახით გვხვდება შიდა ქართლის მეხილეობის რაიონებში, შედარებით კარგი ხარისხის პროდუქციას იძლევა კახეთსა და ქართლის ზონაში.
დამატებითი ინფორმაცია: ხასიათდება მეწლეობითა და გარემო პირობებისადმი დიდი მოთხოვნილებით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები,(1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.149;
საქართველოს ხილი, გამომცემლობა ,,ტექნიკა დაშრომა“, თბილისი, გვ. 41.