გოგიაანთ კიტრა
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Kitra' -კიტრა (გოგიაანთ კიტრა)
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშების ჯგუფია.

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი , ხასიათდება სწრაფი ზრდით.
ხის ფორმა:ახალგაზრდა ასაკში სვეტისებურად მიმართული, ხანში შესული ხეების ვარჯი გადაშლილია.
ყვავილობის პერიოდი:ძალიან საგვიანო.
ნაყოფის ფერი:კანი საშუალო სისქისაა, ,მკვრივი, ძირითადი ფერი ღია მომწვანო - მოყვითალოა, მზის მხარეზე ალისფერი წითელი შეფერვით.
ნაყოფის ფორმა: კონუსური, ფუძე განიერია, ბოლოსკენ შევიწროებული.
ნაყოფის ზომა:საშუალო, საშუალო–მსხვილი, 150 - 175 გრამი,
რბილობი: თეთრი მკვრივი, წვნიანი.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის პირველ ნახევარში ,ჩვეულებრივ პირობებში ინახება აპრილის ბოლომდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: სუსტ გამძლეობას იჩენს ქეცისადმი.
საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო გემო და არომატი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხდება ერთეული ხეების სახით ძველ ბაღებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში შიდა ქართლში და საქართველოს ყველა კუთხეში.
დამატებითი ინფორმაცია: საქართველოში მოიპოვება კიტრა ვაშლების მთელი რიგი კლონური ფორმები, ამიტომ სახელწოდებაც ძირითადად იმ კუთხისა აქვს, საიდანაც წარმოშობილია (ლეჩხუმური კიტრა, რაჭული კიტრა, აჭარული კიტრა და სხვ.).
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.142.