საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თაფლა მსხალი


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L. ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Thapla  Mskhali' - თაფლა მსხალი წარმოშობა: მსხლისმესხური  ადგილობრივი ჯიშია.   მიეკუთვნება  პანტა მსხლების ტიპს.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი  ზრდის. ხის ფორმა:პირამიდული ფორმის. ყვავილობის პერიოდი: საშუალო. ნაყოფის ფერი:კანი სქელია, ლიმონისფერი ყვითელი ფერისაა, მზის მხარეს ღია წითელი ნაყოფის ფორმა:  ოვალურ-მომრგვალო, შუა წელში ოდნავ განიერი, ბრტყელი წვერით. ნაყოფის ზომა:წვრილი, 90 – 110 გრამი (40X 50მმ). რბილობი:  თეთრი ფერის, მარცვლოვანი ,  წვნიანი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:სიმწიფის დრო დგება სექტემბერში, მოკრეფის შემდეგ ერთი კვირა ინახება. დაავადებების მიმართ გამძლეობა: შედარებით გამძლეა. საგემოვნო თვისებები: ტკბილი, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა:შემორჩენილია ძველ ნარგაობებში. დამატებითი  ინფორმაცია:  ხასიათდება მეწლეობით და  გამოირჩევა უხვიმოსავლიანობით. წყაროები:   საქართველოს ხილი,  ტომი 1,  გამომცემლობა "ტექნიკა და შრომა", თბილისი, 1938 წ, გვ.55; ნ.ბრეგაძე. (1966). სამეგრელოს ხეხილმცენარეები, გამომცემლობა "მეცნიერება", გვ.52.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი