რკინავაშლი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'DemirAlma' -რკინავაშლი
წარმოშობა: აჭარული, ადგილობრივი ჯიშია, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებზე.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძალიან ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:გაშლილი განიერი ფორმის, ხან მაღლა აწეული.
ყვავილობის პერიოდი: საგვიანო ყვავილობის.
ნაყოფის ფერი: ნაყოფის კანი მკვრივია, უხეში, ხშირად შავი ლაქებით, მომწვანო–მოყვითალო, მფარავი ფერი გასდევს წითელი ზოლების სახით 1/3–1/2 ნაყოფზე.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო–ცილინტრული ფორმის.
ნაყოფის ზომა:საშუალო–მსხვილი, 150 – 170 გრამი,6.7 სმ X 6.8 სმ.
რბილობი: თეთრი ფერის, უხეში, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება გვიან შემოდგომით და ძლებს ზაფხულამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალოდ გამძლე.
საგემოვნო თვისებები: მოტკბო, საკმაო მჟავიანობით.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხვდება დასავლეთ საქართველოში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი, ტენიანი პირობების ამტანი ჯიშია, ხასიათდება დაბალი საგემოვნო მაჩვენებლებით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.218.
საქართველოს ხილი, ტომი 1, გამომცემლობა 'ტექნიკა და შრომა', თბილისი, გვ.43.