ოლიფის
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Oliphis Vashli' -ოლიფის ვაშლი
წარმოშობა: ადგილობრივი მესხური წარმოშობის ჯიშია. აღწერა ვ.ბიბილაშვილმა 1932 წელს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:განიერპირამიდული ფორმის.
ყვავილობის პერიოდი:ადრეული.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მწვანე-ყვითელი, მფარავი შეფერვა - ალისფერი წითელი, ფარავს ზედაპირის უმეტეს ნაწილს.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, ყუნწი სწორი, საშუალო.
ნაყოფის ზომა:საშუალო, 125-140 გრამი.
რბილობი:თეთრი, საშუალო სიმკვრივის.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის მეორე ნახევარში, ინახება თებერვლამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:ავადდება ქეცით.
საგემოვნო თვისებები: მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხვდება ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.
დამატებითი ინფორმაცია: გამორჩეული გემოს ჯიშია, რომელიც ნაკლებტრანსპორტაბელურია და ადვილად ავადდება ქეცით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, 1973, საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.196.