ალიონი
საზოგადო სახელი: გარგარი
სახეობის სახელწოდება: Prunus armeniaca L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus armeniaca 'Alioni' -ალიონი
წარმოშობა:მიღებულია სკრის საცდელსადგურზე შალახისა და ალიპრიალას შეჯვარებით.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:განიერი, გადაშლილი ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი:საგვიანო.
ნაყოფის ფერი:კანი მკვრივია, თეთრი. მზის მხარეს ნაზი ვარდისფერი შეფერვით.
ნაყოფის ფორმა: განიერი, მომრგვალო, გულისებრი, მთელ სიგრძეზე გასდევს ღარი. ნაყოფის წვერი ნისკარტისებური.
ნაყოფის ზომა:საშუალო, მსხვილი სიდიდის. მასა80-85 გრამი.
რბილობი:თეთრი, გამჭვირვალე, ძალიან მკვრივი. კურკა - პატარა. ძნელად სცილდება რბილობს.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება ივნისის IIIდეკადიდან (ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო
საგემოვნო თვისებები: ტკბილი,ნაკლები მჟავიანობით.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია. ხასიათდება ტრანსპორტაბელურობით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.305.