ქართული სინაპი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'KartuliSinapi' -ქართული სინაპი
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, პომოლოგიურად აღწერა ნ .ხომიზურაშვილმა 1939 წელს.
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'KartuliSinapi' -ქართული სინაპი
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, პომოლოგიურად აღწერა ნ .ხომიზურაშვილმა 1939 წელს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდისაა.
ხის ფორმა:ივითარებს განიერპირამიდული ფორმის ვარჯს
ყვავილობის პერიოდი:გვიანი, მაისის პირველი დეკადა.
ნაყოფის ფერი: ნაყოფის კანი მომწვანო-ოდნავ მოყვითალოა, მზის მხარეს. შეფერილია ჟოლოსფერ-მოწითალოდ, შეფერილ ფონზე მკვეთრად მოჩანს მოთეთრო კანქვეშა წერტილები.
ნაყოფის ფორმა: მოგრძო-ცილინდრული, 140 – 160 გრამი, (6.4 X 4.9).
ნაყოფის ზომა: საშუალო ზომის.
რბილობი:მომწვანოა, მკვრივი,საკმაოდ წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში და ჩვეულებრივი სარდაფის პირობებშიინახება გაზაფხულამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:ხე სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეა,ხოლო ნაყოფი ქეცით ნაკლებად ავადდება.
საგემოვნო თვისებები: მომჟავო-მოტკბო გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებული ჯიშია საქართველოში, საუკეთესო პროდუქციას იძლევა შიდა ქართლისა და სამაჩაბლოს დაბლობი ზონის პირობებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ახასიათებს მეწლეობისკენ მოდრეკილება.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.259; ვ. კვალიაშვილი და სხვები (2001), საქართველოს ხილი, გამომცემლობა 'GTS', თბილისი, გვ.21.