აყირო
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Akhiro' - აყირო
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია იმერეთის რეგიონიდან.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:განიერ-პირამიდული ფორმის.
ყვავილობის პერიოდი: ადრეული.
ნაყოფის ფერი: მომწვანო-მოყვითალო, სიმწიფეში - ღია ყვითელი.
ნაყოფის ფორმა: ოვალური, მორგვალო მსხლისებური. ყუნწი - მსხვილი, გრძელი.
ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის, 150 - 170 გრამი.
რბილობი: თეთრი, წვრილმარცვლოვანი, ნაზი, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ივლისის პირველ ნახევარში. ინახება 1 კვირას.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: დამაკმაყოფილებელი.
საგემოვნო თვისებები: ტკბილი, სუსტი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა:ცალკეული ხეების სახით გვხდება ზემო იმერეთში - საჩხერის, ჭიათურისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია,ნაკლებტრანსპორტაბელურია.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ. 335.