კალოს მსხალი
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება: Pyrus communis 'KalosMskhali' - კალოს მსხალი
წარმოშობა: ამ სახელწოდებაში გაერთიანებულია მსხლის ზაფხულის ჯიშები
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:განიერ-პირამიდული
ყვავილობის პერიოდი: საადრეო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერიმწვანეა, სიმწიფეში ღებულობს მოყვითალო ფერს. უხვად აყრია ძალიან წვრილი მწვანე, კანქვეშა წერტილები.
ნაყოფის ფორმა:მომრგვალო, ყუნწის მხარეს შევიწროებული, უმეტეს შემთხვევაში ასიმეტრიული.
ნაყოფის ზომა: საშუალო.
რბილობი: მკვრივი, წვრილმარცვლოვანი, საკმაოდ წვნიანი, სიმწიფეში მუქი ყავისფერი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება ზაფხულში.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო.
საგემოვნო თვისებები: გემო და არომატიკარგი.
დღევანდელი მდგომარეობა:ფართოდაა გავრცელებული საქართველოს სამრეწველო მეხილეობის რაიონებში. უმთავრესად, გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებზე სხვადასხვა სახლწოდებებით: სამარიობო, საელიობო, ივლისის მსხალი და სხვ.
დამატებითი ინფორმაცია: ხასითდება თვითდამტვერვით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 394 გვ.