საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული მჟავე


საზოგადოსახელი: კომშ სახეობის სახელწოდება: Cydonia oblonga Mill. ჯიშის სახელწოდება: Cydonia oblonga 'KartuliMzhave' - ქართული მჟავე წარმოშობა:ადგილობრივი წარმოშობის ძველი ჯიშია.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:სუსტი, საშუალო ან ძლიერი ზრდის. ხის ფორმა:განიერ-პირამიდული ან მომრგვალო. ყვავილობის პერიოდი: საგვიანო. ნაყოფის ფერი:მოყვითალო–ღია მწვანე,ზოგი ნაყოფი ცალმხარეს მურა–მოწითალოდაა შეფერილი, ზედაპირზე უხვადაა გაფანტული წვრილი ჟანგაროსებრი წერტილები ან ვიწრო ზოლები. ნაყოფის ფორმა:მომრგვალო–ვაშლისებრი,მცირედ დაბორცვილი. ნაყოფის ზომა:საშუალო ან პატარაა,200–300 გრამი. რბილობი: ღია  მოყვითალო, მკვრივი, მცირე წვნიანი,მომჟავო. სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის ბოლო რიცხვებში,მოხმარებითი სიმწიფე შედარებით გვიან უდგება და ძლებს გვიან გაზაფხულამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ–დაავადებათა მიმართ გამძლეა. საგემოვნო თვისებები: ხასიათდება საკმაოდ ძლიერი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა:  გავრცელებულია  საქართველოს ყველა მხარეში, როგორც კახეთსა დაქართლში,ისე დასავლეთ საქართველოში. დამატებითი  ინფორმაცია: უხვი მსხმოიარობის ან ნიადაგში საჭირო ტენის ნაკლებობის პირობებში  ნაყოფები საგრძნობლად წვრილდება,უხვად უჩნდება გამერქნებული უჯრედები, რომლებიც უფრო მეტად განლაგებულია ნაყოფის გულის ახლოს. წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა, ტომი3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  580 გვ.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი