საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მელაურის 1


საზოგადოსახელი:მარწყვი სახეობის სახელწოდება:Fragaria × ananassa (Duchesne ex Weston) Duchesne ex Rozier  ჯიშის სახელწოდება:Fragaria × ananassa'Melauris 1' –მელაურის 1 წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია,  გამოვლენილია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი,სოფელი მელაური.
მოკლე აღწერა: ბუჩქის ზრდის სიძლიერე: საშუალო   ზრდის. ბუჩქის  ფორმა:კომპაქტური,ხშირი შეფოთვლით. ყვავილობის პერიოდი:საშუალო პერიოდის. ყვავილი:  თეთრი, საშუალო სიდიდის. ფოთოლი: მუქი მწვანე, ტყავისებური,კრიალა ზედაპირით. ნაყოფის ფერი: წითელი. ნაყოფის ფორმა: მრგავლი, ოდნავ კონუსისებური. ნაყოფის ზომა: საშუალოზე დიდი ზომის, ერთი კენკრის მასა -19,2გრამი. რბილობი:მკვრივი,გემრიელი და სურნელოვანი. დაავადებების მიმართ გამძლეობა: ფოთლის თეთრი სილაქავე. სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:ივნისის პირველინახევარი - ივნისის ბოლომდე. საგემოვნო თვისებები:  მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ  გავრცელებულია იმერეთშიქართლში და სამცხე-ჯავახეთში. დამატებითი  ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი პერსპექტიული ჯიშია. წყაროები:   ლ. გოგინავა,  მარწყვის გაშენება და მოვლა, 2010, თბილისი, გვ 36. ლ.გოგინავა, დისერტაცია, მარტყვის კულტურის სამეურნეო-ბიოლოგიური შესწავლა და მისი გადამუშავების პროდუქტების წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ქუთაისი, 2006 წელი.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი