კახა ბალი
საზოგადო სახელი: ბალი
სახეობის სახელწოდება:Prunus avium (L.) L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus avium 'Kakha Bali' - კახა ბალი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია. დასავლეთ საქართველოს რაიონებში, ამ სახელწოდებით გვხვდება რამდენიმე ფორმა, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება ნაყოფის ფორმით და სიმსხოთი.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი.
ხის ფორმა:პირამიდალური ფორმის ვარჯი, საშუალო სიხშირის დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი:ადრეული.
ნაყოფის ფერი:კანი თხელი. ძირითადი ფერი ღია მოყვითალოა, ვარდისფერ- მოწითალო შეფერვით. ყუნწი - გრძელი, წვრილი და მოხრილი.
ნაყოფის ფორმა: მოგრძო გულისებური.
ნაყოფის ზომა:წვრილი, ან საშუალო სიდიდის.
რბილობი:წვნიანი, რბილი, ნაზი, ნახევრად გამჭვირალე, წვენი უფერო. კურკა ოვალური ფორმის, ბოლოშევიწროებული, სადა ზედაპირით. თავისუფალი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:საადრეო–საშუალო. მწიფდება ივნისის პირველი ნახევარში.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:კარგი.
საგემოვნო თვისებები: მოტკბო, კარგი გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი, სასუფრე ჯიშია. გარემო პირობებისადმი ნაკლებად მომთხოვნია.მრავლდება ამონაყრებით. ყვავილობის საადრეო პერიოდის გამო ხშირად ზიანდება გაზაფხულის წაყინვებით. ტრანსპორტირებას ცუდად იტანს.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 430.