მეჯვრისხევის მჟავე
საზოგადოსახელი: კომში
სახეობის სახელწოდება: Cydonia oblonga Mill.
ჯიშის სახელწოდება: Cydonia oblonga 'MejvriskhevisMzhave'- მეჯვრისხევის მჟავე
წარმოშობა: ადგილობრივი წარმოშობის ჯიშია, გამოვლინდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა: მომრგვალო, ძლიერ დატოტვილი.
ყვავილობის პერიოდი: საგვიანო
ნაყოფის ფერი: ყვითელი, ალაგ-ალაგ ღია მომწვანო ელფერით.
ნაყოფის ფორმა:მობრტყო–მომრგვალო, უდიდესი დიამეტრი ნაყოფის შუა ნაწილშია, მცირედ დაბორცვილი. ნაყოფის მთელსიგრძეზე აშკარად გამოსახულია სეგმენტიანობა
ნაყოფის ზომა:საშუალო ან პატარა, 250–300 გრამი.
რბილობი: ღია მოყვითალო, მკვრივი, საშუალოდ წვნიანი, პირს ოდნავშაბავს, ახასიათებს გახევებული მარცვლები.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის ბოლოს და ინახება შუა ზაფხულამდე ან უფრო გვიანობამდეც.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მავნებლებ–დაავადებათა მიმართ შედარებით გამძლეა.
საგემოვნო თვისებები: მომჟავო, სუსტი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ერთეული ხეების სახით გვხვდება ქარელის, გორისა და კასპის რაიონების სოფლებში.
დამატებითი ინფორმაცია: უხვმოსავლიანი,კარგი საკონსერვო ნედლეულია.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 550გვ.