მილახური
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Milakhuri' - მილახური
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშიაშიდა ქართლიდან, მიეკუთვნება ხეჭეჭურების ჯგუფს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:პირამიდული ფორმის.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:მწვანე, სიმწიფეში - მომწვანო-მოყვითალო.
ნაყოფის ფორმა: განიერ-მსხლისებრი, ყუნწთან წანაზარდით.
ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის, 150-170 გრამი.
რბილობი: თეთრი, წვრილმარცვლოვანი,წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში. ინახება აპრილამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: დამაკმაყოფილებელი.
საგემოვნო თვისებები:ტკბილი, სასიამოვნო, ხეჭეჭურის ტიპის.
დღევანდელი მდგომარეობა:ცალკეული ხეების სახით გვხდება შიდა ქართლში.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ. 415.