საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მზიური


საზოგადო სახელი: ვაშლი სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Mziuri' -მზიური წარმოშობა: ადგილობრივი   სელექციური   ჯიშია,  გამოყვანილია1960 წელს შ. ახვლედიანის მიერ.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი  ზრდის. ხის ფორმა:ზემოთ მიმართული. ყვავილობის პერიოდი: საგვიანო. ნაყოფის ფერი:მომწვანო-მოყვითალო, მფარავი შეფერილობა მზის მხარეს - ღია ვარდისფერი. ნაყოფის ფორმა: მომრგვალო-მობრტყო. ნაყოფის ზომა: საშუალო,  მასა 130-150  გრამი. რბილობი: თეთრი ფერის, საშუალო სიმკვრივის სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:შიდა ქართლის პირობებში იკრიფება სექტემბრის ბოლოს, ხოლო მოხმარებითი სიმწიფე  იწყება  დეკემბრიდან. ინახება აპრილამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:გამოირჩევა ქეცისადმი გამძლეობით. საგემოვნო თვისებები: მომჟავო-მოტკბო, ნაკლები არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ძირების სახით გვხვდება  შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში. დამატებითი  ინფორმაცია:  ხასიათდება გვალვაგამძლეობით და კარგი სასაქონლო ხარისხის ნაყოფით. წყაროები:   შ. შ. ახვლედიანი.  ვაშლის   ახალი ჯიშები.  საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის შრომები,  1983,  გვ 142–148.  
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი