მუხურული წითელი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Mukhuruli Tsiteli' -მუხურული წითელი
წარმოშობა: ადგილობრივი წარმოშობის ვაშლის ჯიშია, რომელიც გამოვლენილია და აღწერილია ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა: ივითარებს განიერ-პირამიდულ ვარჯს.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო , აპრილის ბოლო რიცხვებში.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი მოყვითალოა, გარედან შეფერილია ვარდისფრად, მზის მხარეს - მუქ წითლად.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალ-მობრტყო.
ნაყოფის ზომა: საშუალო ზომის, საშუალო წონა135 – 145 გრამია.
რბილობი: თეთრი ფერის, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: იკრიფება ოქტომბრის მეორე დეკადაში, და საწყობის პირობებში ინახება აპრილ-მაისამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: სოკოვანი დაავადებების მიმართ კარგი გამძლეა.
საგემოვნო თვისებები: მომჟავო-მოტკბო გემოსი, სასიამოვნო არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხდება ტყიბულის მაღალმთიან ზონაში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, კარგი გემური თვისებებით. გამოირჩევა სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.184.