მუხრანის ალუბალი
საზოგადო სახელი: ალუბალი
სახეობის სახელწოდება: Prunuscerasus L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus cerasus 'Mukhranis Alubali' - მუხრანის ალუბალი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია.აერთიანებს ადგილობრივი წარმოშობის, მრავალ კლონს და თესლნერგს.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:ვარჯი განიერ-პირამიდალური ფორმის, თხელი დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი:საგვიანო. მუხრანის პირობებში ყვავილობს აპრილის III დეკადაში.
ნაყოფის ფერი: კანი საკმაოდ მკვრივია, მუქი წითელი. დაჰყვება კანქვეშა წინწკლები.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო. საკმაოდ გამოხატული მუცლის ნაკერით.
ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის.ყუნწი - გრძელი, წვრილი, ადვილად სცილდება ნაყოფს.
რბილობი: მუქი წითელი ფერის,ნაზი, წვნიანი. კურკა პატარაა, მომრგვალო ფორმის.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:სიმწიფეს იწყებს ივლისის III დეკადიდან.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მაღალი.
საგემოვნო თვისებები: მაღალი, ახასიათებსმოტკბო-მომჟავო გემო, სასიამოვნო არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია შიდა ქართლში, განსაკურებით - მცხეთის რაიონში.
დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი ნალებად მომთხოვნია. ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელობის უნარით. გამოიყენება ნედლ ხილად, სამურაბედ, საკომპოტედ, წვენების დასამზადებლად. მრავლდება ფესვის ამონაყარით.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.472.