ერისთავის ვარდისფერი
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'EristavisVardispheri' - ერისთავის ვარდისფერი
წარმოშობა:ადგილობრივისელექციური ჯიშია, მიღებულია ე. ერისთავის მიერ ხიდისთაური ვარდისფერისა და ოქროს იუბილეს შეჯვარებით 1941 წელს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:მრგვალი, საშუალო სიხშირის.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო, ვარდისებრი ტიპის ყვავილებით.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი -მოყვითალო-თეთრი, მზის მხარეს ვარდისფერი ლოყით.
ნაყოფის ფორმა: ოვალური, სიმეტრიულად განვითარებული.
ნაყოფის ზომა:საშუალო - საშუალო მსხვილი, საშუალო მასა140 - 150გრამი. შებუსვა - დაბალი.
რბილობი:თეთრი, კურკასთან ოდნავ შეფერილი, ძალიან წვნიანი,კურკა რბილობს ნახევრად სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება ივლისის ბოლოს(ქ. გორის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო.
საგემოვნო თვისებები: არომატული და მომჟავო-მოტკბო.
დღევანდელი მდგომარეობა: პრაქტიკულად არ გვხვდება.
დამატებითი ინფორმაცია: დაბალტრანსპორტაბელური ჯიშია.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 214.