კაცისთავა
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Katsistava' - კაცისთავა
წარმოშობა:დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია მისი მრავალი ადგილობრივი კლონური ფორმა, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც პომოლოგიური ნიშნებით, ისე სამეურნეო-ტექნიკური მაჩვენებლებით.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ხასიათდება ძიერი ზრდით.
ხის ფორმა: ივითარებს განიერ-პირამიდული ფორმის ვარჯს.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი:მწვანე, კანი - სქელი, უხეში, მშრალი, ხაოიანი,მრავალი ჟანგარა წერტილითა და ლაქით.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, ფუძე ჩაზნექილი, ყუნწი სშუალო სიგრძის,(4.8 სმ),ყუნწის ღრუ არაღრმაა, ვიწრო.
ნაყოფის ზომა:მსხვილი ან საშუალო ზომის(8.9 x 8.9).
რბილობი: თეთრი ფერის, მსხვილმარცვლოვანი, მკვრივი, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის ბოლოს, დაუკრეფავი ნაყოფი ხეზეძლებს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ხოლო დაკრეფილი - ზამთრამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: შედარებით გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ.
საგემოვნო თვისებები: ტკბილი, სუსტი არომატით, გემრიელი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხდება ერთელი ხეების სახით დასავლეთ საქართველოს რაიონებში.
დამატებითი ინფორმაცია: რბილობი სრულ სიმწიფეში თესლბუდის ირგვლივ ყავისფერდება და კარგავს ტექნოლოგიურ ღირსებას.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.396.