რაჭული ტკბილი
საზოგადოსახელი: კომში
სახეობის სახელწოდება: Cydonia oblonga Mill.
ჯიშის სახელწოდება:Cydonia oblonga 'Ratchuli Tkbili' - რაჭული ტკბილი
წარმოშობა: ადგილობრივი წარმოშობის ჯიშია, გამოვლინდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა: მომაღლო–მომრგვალო, ძლიერ დატოტვილი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი:ლიმონისებრი ყვითელი.
ნაყოფის ფორმა: ცილინდრისებრ-მსხლისებრი, მცირედ დაბორცვილი.
ნაყოფის ზომა:საშუალო ან მსხვილი, 250–300 გრამი.
რბილობი: მოთეთრო–ღია მოყვითალო, საშუალოდ მკვრივი, წვნიანი.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში და ძლებს თებერვლის შუა რიცხვებამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო
საგემოვნო თვისებები: კარგი გემური თვისებების, საგრძნობლად ტკბილი, არომატი საშუალოდაა გამოხატული.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახითაა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში,შედარებით მეტი რაოდენობითაა სოფ. ჭყვიშში.
დამატებითი ინფორმაცია: უხვმოსავლიანი ჯიშია, კარგია, როგორც ნედლად მოსახმარად, ისე საკონსერვოდ.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 562გვ;