შილდური
საზოგადოსახელი:კომში
სახეობის სახელწოდება: Cydonia oblonga Mill.
ჯიშის სახელწოდება: Cydonia oblonga 'Shilduri' -შილდური
წარმოშობა:ადგილობრივი წარმოშობის ჯიშია. გამოვლინდა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერიზრდის.
ხის ფორმა:განიერ-პირამიდული.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი:ყვითელი, ოდნავ ღია მომწვანო ელფერით.
ნაყოფის ფორმა: განიერმსხლისებრი, უდიდესი დიამეტრი ნაყოფის შუა ნაწილშია, ფუძე მობრტყო-მომრგვალო და საშუალოდ დაბორცვილი.
ნაყოფის ზომა:მსხვილი, 350–500 გრამი.
რბილობი:მოთეთრო–ღია მოყვითალო, მკვრივი, წვნიანი,წვრილი გამერქნებული უჯრედებიძირითადად გულის ირგვლივაა განლაგებული.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:საშუალო, იკრიფება ოქტომბრის ბოლო რიცხვებში. ინახება გაზაფხულამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:ყვავილობა-გამონასკვის პერიოდში საგრძნობლად ზიანდება მონილიოზით.
საგემოვნო თვისებები: გემო და არომატი - კარგი.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია შიდა კახეთში, განსაკუთრებით ყვარლის მუნიციპალიტეტში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალი ხარისხის საკონსერვო ჯიშია.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.583.