შავი ქლიავი
საზოგადოსახელი:ქლიავი
სახეობის სახელწოდება:Prunus domestica L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus domestica 'ShaviKhliavi' - შავი ქლიავი, შავქლიავა
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია. საქართველოში ამ სახელწოდებით გვხვდება ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე ფორმა.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო, ან ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:განიერი, გადაშლილი, არასწორი ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი: მუქი ლურჯი, დაფარულია ნაფიფქით.
ნაყოფის ფორმა: კვერცხისებური.
ნაყოფის ზომა: მსხვილი, 40-45გრამი.
რბილობი: მომწვანო-მოყვითალო, ტკბილი, წვნიანი და საკმაოდ მკვრივი. კურკა თავისუფალია. დიდი და მოგრძო ფორმის.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება აგვისტოს III დეკადაში.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო, ნაკლებად ზიანდება აღმოსავლური ნაყოფჭამიით.
საგემოვნო თვისებები: მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში, ქართლში.
დამატებითი ინფორმაცია:ხასიათდება, ყოველწლიური უხვი მოსავლიანობით; კარგი შენახვისუნარიანობით და ტრანსპორტაბელურობით;გარემო პირობებისადმი მაღალი ადაპტაცით. გამოიყენება სუფრის ხილად, საკომპოტედ და საჩირედ. მრავლდება ამონაყრებით.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.158; ვ. კვალიაშვილი და სხვები (2001),საქართველოს ხილი, გამომცემლობა "GTS", თბილისი, გვ.40.