ბორა ვაშლი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Bora Vashli' - ბორა ვაშლი
წარმოშობა: ადგილობრივი წარმოშობის ჯიშია. წარმოშობის ადგილი და დრო უცნობია, მიღებული უნდა იყოს როგორც შემთხვევითი თესლნერგი.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდისაა.
ხის ფორმა:ივითარებს მომრგვალო ან გადაშლილი ფორმის ვარჯს.
ყვავილობის პერიოდი: საადრეო, საშუალოდ აპრილის მესამე დეკადაში.
ნაყოფის ფერი: კანის ძირითადი ფერი ღია მოყვითალო- მომწვანოა, შეფერილია მოწითალო წყვეტილი ზოლებით, მზის მხარეზე შეფერვა უფრო ინტენსიურია.
ნაყოფის ფორმა: განიერი, მომრგვალო ფორმის.
ნაყოფის ზომა:მსხვილი, 175 – 200 გრამი, 7.7 X 9.1 სმ
რბილობი: თეთრია, მკვრივი, ბამბისებური კონსისტენციის, საკმაოდ უხეში და წვნიანი.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის პირველ ნახევარში და ჩვეულებრივი სარდაფის პირობებშიგაზაფხულამდეინახება.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:ნაყოფი ქეცისადმი ნაკლებ გამძლეობას იჩენს.
საგემოვნო თვისებები:დაბალი.
დღევანდელი მდგომარეობა: ძველ ნარგაობებში ერთეული ძირების სახით იყო წარმოდგენილი.
დამატებითი ინფორმაცია: ხასიათდება ნაყოფის ძლიერიცვენადობით და დაბალი საგემოვნო თვისებებით.ჯიში ნაკლებპერსპექტიულია.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.83;
საქართველოს ხილი, ტომი 1, გამომცემლობა 'ტექნიკა და შრომა', თბილისი, გვ.40.