ბალღოჯი
საზოგადო სახელი: ბალღოჯი
სახეობის სახელწოდება:Prunus mahaleb L.
სახეობის სახელწოდება:Prunus mahaleb L. - ბალღოჯი
წარმოშობა:ალუბლის ერთ-ერთი ველური სახეობაა.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ბუჩქია, ან 10-12მ სიმაღლის ხე.
ხის ფორმა:ჩახშირებული, უხვად შეფოთლილი ვარჯით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი: შავი.
ნაყოფის ფორმა: კვერცხისებრი.
ნაყოფის ზომა:წვრილი.
რბილობი:მუქი შეფერვის.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:ნაყოფი არ გამოიყენება საკვებად.
საგემოვნო თვისებები: მომწარო, თავისებური არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ნათელ ტყეებში და მშრალ, ქვიან ფერდობებზე.
დამატებითი ინფორმაცია: უხვმოსავლიანია. ნაყოფი საკვებად არ გამოიყენება. აშენებენ დეკორატიული მიზნით. კულტურაში გამოიყენება, როგორც ბლის და ალუბლის საძირე. მერქანს იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში.
წყაროები: ვარძელაშვილიმ., მეხილეობისბიოლოგიურისაფუძვლები (სალ. კურსი I ნაწილი). თბ., 1990, გვ.45.
ვარძელაშვილიმ; ტატინაშვილიც. _ მეხილეობისპრაქტიკული. თბ., 1990. გვ.146.ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 180, თბ., 1977 წელი.