რძე ვაშლი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Rdze Vashli (Sud Alma)' -რძე ვაშლი (სუდ ალმა)
წარმოშობა:მესხური წარმოშობის ჯიშია

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ხე საშუალო სიდიდისაა.
ხის ფორმა:ივითარებს მომრგვალო ვარჯს,ტოტები გადაშლილი და დაშვებულია, ახასიათებს ხშირი დატოტვა.
ყვავილობის პერიოდი:გვიან მოყვავილე ჯიშია.
ნაყოფის ფერი: კანი თხელი და მკვრივი, ბაცი მწვანე ფერის, მომწიფებისას ზედაპირის 1/3 იფარება ვარდისფრად, ჯიშისთვის დამახასიათებელია ცვილისებრი ფიფქი და მშრალი კანი.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, მობრტყო,სწორი ზედაპირით. ყუნწი მოკლე, სწორი.
ნაყოფის ზომა:საშუალო სიდიდის, 130 - 145 გრამი ( 5.0 X 6.0 სმ ).
რბილობი: თეთრი, საშუალო სიმკვრივის, ფხვიერი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის მეორე ნახევრიდან,ნოემბრიდანმოიხმარება, ინახება თებერვლამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ-დაავადებათა მიმართ კარგი გამძლეა.
საგემოვნო თვისებები: ტკბილი, რძისებრი გემოთი, წვნიანი და არომატიანი.
დღევანდელი მდგომარეობა: მესხეთშიფართოდ გავრცელებული ჯიშია.
დამატებითი ინფორმაცია: ჭარბტენიანი ჰავისა და ნიადაგური პირობების ამტანია, ახასიათებს დიდი ნაქარი, შენახვისას - კანის ჭკნობა, მაღალმოსავლიანი ჯიშია, გამოირჩევა ტრანსპორტაბელურობით.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები,1973, საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.233-234;
საქართველოს ხილი (1938), ტომი 1, გვ. 19. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“.