ზღმარტლი
სახეობის სახელწოდება: MespilusGermanicaL.
ჯიშის სახელწოდება: MespilusGermanicaL. 'Mskhvilnakopa'- მსხვილნაყოფა
წარმოშობა: მოძიებულია საქართველოს მებაღეობის , მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მიერ 1960-იან წლებში.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ხე საშუალო ზრდისაა.
ხის ფორმა: ვარჯის ფორმა გადაშლილი, ხშირი დატოტვით
ყვავილობის პერიოდი:საშუალო, აპრილის მეორე ნახევარი
ნაყოფის ფერი: ნაყოფის ძირითადი ფერი მუქი ყავისფერი
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო
ნაყოფის ზომა: მსხვილი, 35 X 42 მმ, 80 – 100 გრამი.
რბილობი:სიმწიფეში ხასიათდება რბილი ფაშარი კონსისტენციით
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფებანოემბრის მეორე ნახევარში
დაავადებების მიმართ გამძლეობა: სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა მაღალია
საგემოვნო თვისებები: დამახასიათებელი არომატით და მომჟავო გემოთი.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებზე.
დამატებითი ინფორმაცია: ნაყოფის მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ მოკრეფიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილის რედაქციით. მ. აბრამიშვილი, შ.ახვლედიანი, ვ.გოგუაძე, შ. დიასამიძე, ე. ერისთავი, რ. ირემაძე, შ. ნადიარძე, მ. ნუცუბიძე, ნ. სურამელი, გ. ფერაძე, დ. შარაშენიძე, თ. ცერცვაძე. (1973). საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ. 611.