წითელ გვერდა
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Tsitel Gverda' - წითელ გვერდა
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, გავრცელებულია ქართლში.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა: ივითარებს მაღალი შენების , ხშირი დატოტვის ვარჯს.
ყვავილობის პერიოდი:ადრეული.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მწვანეა,, სიმწიფეში ყვითლდება, მზის მხარეს გვერდი შეფერილია სისხლისებრ-წითლად.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, ყუნწი სწორი და გრძელია.
ნაყოფის ზომა:წვრილი.
რბილობი: თეთრი, წვნიანი, ახასიათებს გამერქნებული უჯრედები.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს, კარგად ინახება ოქტომბრის ბოლომდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალოდ გამძლე.
საგემოვნო თვისებები: ტკბილი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფრაგმენტულად გვხვდება შიდა ქართლში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება მეწლეობით. გამოირჩევა ტრანსპორტაბელურობით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.357.
საქართველოს ხილი, ტომი 1, გამომცემლობა "ტექნიკა და შრომა", თბილისი 1938, გვ.56.
ნ.ბრეგაძე (1966). სამეგრელოს ხეხილმცენარეები, გამომცემლობა "მეცნიერება", გვ.55.