საგამოფენო
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Sagamopheno' -საგამოფენო
წარმოშობა:გამოყვანილია საქართველოს მებაღეობის , მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში ადგილობრივი ჯიშის აბილაურისა და შამპანური რენეტის შეჯვარების შედეგად, 1950 წელს (სელექციონერი თ. ცერცვაძე).

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ხე ძლიერი ზრდისაა.
ხის ფორმა:ვარჯის ფორმა მომრგვალო-პირამიდულია, საშუალო სიხშირის დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი:აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისი.
ნაყოფის ფერი:ნაყოფის ძირითადი ფერი ღიამოყვითალო, მზის მხარეს მკაფიო წითელი შეფერვით და მიმზიდველი გარეგნობით.
ნაყოფის ფორმა: განიერ-მობრტყო ფორმის.
ნაყოფის ზომა:მსხვილი.
რბილობი:რბილობი მოთეთროა, საკმაოდ მკვრივი, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში, მოიხმარება დეკემბრიდან.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ შედარებით ტოლერანტულია .
საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო მომჟავო.
დღევანდელი მდგომარეობა: ძირითადად გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის რაიონებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება მეწლეობით. გამოირჩევა ტრანსპორტაბელურობით და კარგი შენახვის უნარით.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.235.
გ. ბადრიშვილი და სხვები. 2007. ხილის ატლასი, ტომი 1, სკრა, გვ 18.