მაქრე მსხალი
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Makre Mskhali' - მაქრე მსხალი
წარმოშობა: ადგილობრივი წარმოშობის ჯიშია, მიეკუთვნება პანტა მსხლების ჯგუფს. აღწერილია შ. ახვლედიანის მიერ 1961 წელს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:პირამიდული
ყვავილობის პერიოდი:ადრეული.
ნაყოფის ფერი:მომწვანო-მოყვითალო, სრულ სიმწიფეში ღია ყვითელი.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო-მსხლისებური.
ნაყოფის ზომა:წვრილია, 70-100 გრამი.
რბილობი:თეთრი, წვნიანი, მარცვლოვანი, სიმწიფისას მუქდება.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ივნისის დასასრულს, ინახება მცირე ხანს.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: დამაკმაყოფილებელი.
საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო, მოტკბო გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხდებასამეგრელოსა და აფხაზეთში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი, მაგრამ ნაკლებტრანსპორტაბელური ჯიშია.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.408.