არმაზი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Armazi' -არმაზი
წარმოშობა: ადგილობრივი სელექციური ჯიშია, გამოყვანილია1960 წლებში შ. ახვლედიანის მიერ.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:ზემოთ მიმართული.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო- საადრეო.
ნაყოფის ფერი:მომწვანო-მოყვითალო, მფარავი შეფერილობა მუქი წითელი,
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო-მობრტყო
ნაყოფის ზომა: საშუალო მასა - 140-160 გრამი.
რბილობი: თეთრი ფერის, ძარღვიანი, საშუალო სიმკვრივის, ოდნავ წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:შიდა ქართლის პირობებში იკრიფება აგვისტოს მე-3 დეკადაში , ინახება ოქტომბრამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: დამაკმაყოფილებელია.
საგემოვნო თვისებები: მაღალი, მოტკბო-მომჟავო, არომატული
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ძირების სახით გავრცელებულია შიდა ქართლის რაიონებში.
დამატებითი ინფორმაცია: საზაფხულო-შემოდგომო მოხმარების, მიმზიდველი სასაქონლო სახის ჯიშია.
წყაროები: შ. ახვლედიანი. ვაშლის ახალი ჯიშები. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის შრომები, 1983, გვ 142–148.