ანაკლიური
საზოგადო სახელი: თხილი
სახეობის სახელწოდება: Corylus avellana L.
ჯიშის სახელწოდება: Corylus avellana'Anakliuri' - ანაკლიური
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთი საქართველო, სამეგრელოს რაიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდისაა,
ბუჩქის ფორმა: პირამიდული სქელი, ხშირად დატოტვილი ვარჯი
ყვავილობის პერიოდი:დეკემბერი - თებერვალი
ნაყოფი: მრგვალი, ნაყოფედში ნაყოფების რაოდენობა 3-4 ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე 1,0– 1,1 მმ.
ნაყოფის ზომა:21X21X19 მმ სიდიდის
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,3-2,4 გრამი.
გულის გამოსავლიანობა: 52-53 %.
ცხიმის შემცველობა: 66-68%.
მოსავლიანობა: მაღალი, საშუალომოსავალი - 4,5-5,5 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:შედარებით მიმღებიანია მავნებლებ-დაავადებათა მიმართ.
კრეფის პერიოდი:ივლისის ბოლო - აგვისტოს პირველ ნახევარი (სამეგრელოს ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:ძირითადი სამრეწველო ჯიშია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებისთვის.
წყაროები:შ. ნადირაძე, თხილის კულტურა, თბილისი, 1956 წ. გვ. 24;
ხომიზურაშვილი და სხვები (1978),საქართველოს მეხილეობა, ტომი 4., გვ 640.;
ი.ვასაძე, ზ.ბობოქაშვილი, ნ.მიროტაძე და სხვ., საქართველოს კაკლოვანი კულტურები, თბილისი, 2004 წელი, გვ 32.